საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, ჩაიშალა.

მიზეზი საარჩევნო ყრილობაზე კვორუმის არარსებობაა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ერთ-ერთმა კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ კანდიდატურა მოხსნა (იხილეთ ამ ბმულზე) და ორი კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე დარჩა. იმასაც გეტყვით, რომ თავდაპირველად არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის მოთხოვნით, 24 თებერვლისთვის გადაიდო (იხილეთ ამ ბმულზე ).

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ