მარტი 28, 2024

სარაგბო 6 ერი, რომელში ჩართვასაც საქართველოს ნაკრები არაერთი წელია ცდილობს, შესაძლოა, მართლაც გაფართოვდეს, ოღონდ, ევროპელების გარეშე, რაც ცხადია, ბორჯღალოსანთა აღზევებასაც გამორიცხავს.

პირველმა აღნიშნულის შესახებ ბრიტანულმა Daily Mail-მა დაწერა, მის თანახმად, 4 ერის დატოვებასა და ევროპულ რაგბში ჩართვაზე ფიქრობს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი.

როგორც ირკვევა, “ქურციკებს” ერთბაშად რამდენიმე მიზეზი ამოძრავებთ.

სამხრეთ აფრიკას 6 ერში ჩართვის შემთხვევაში, მცირე ლოჯისტიკური პრობლემები კი შეექმნება, თუმცა, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, იქ ყველაფრისთვის მზად არიან.

აი, Express.co.uk-ის ცნობით კი, დიდი შანსია, მომავალ წლებში, აფრიკელთა გარდა, 6 ერში თავი ფიჯის ნაკრებმაც ამოჰყოს. ამაზე პირველი მინიშნება ტურნირზე საფრანგეთის წარმომადგენელმა კლოდ აშერმა გააკეთა.

როგორც Daily Express იუწყება, თუკი “მფრინავი ფიჯელების” 6 ერში ჩართვა მართლაც მოხდა, ისინი საშინაო მატჩებს საფრანგეთში ჩაატარებენ, ამდენად, სხვა გუნდებს მოგზაურობასთან დაკავშირებული დისკომფორტი არ შეექმნებათ.

 

სტატია მომზადებულია popsport.com მიხედვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *