კორონავირუსის გამო, 7-კაცას მსოფლიო სერიების ჰონგ კონგის ეტაპი გადაიდება. აღნიშნულ ინფორმაციას “მსოფლიო რაგბი” ხუთშაბათს დაადასტურებს.

ტურნირი 3-6 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა “მსოფლიო რაგბის” გადაწყვეტილებით, ოქტომბრისთვის გადაიდება. ჰონგ კონგი 7-კაცას მსოფლიო სერიების ერთ ეტაპს ყოველწლიურად 1976 წლიდან მასპინძლობს და ყველაზე მეტჯერ ფიჯის უჩემპიონია – 19-ჯერ. შეჯიბრება “ჰონგ კონგ სთედიუმზე” ტარდება, რომელიც 40000 გულშემატკივარს იტევს.

გეტყვით, რომ ამ მომენტისთვის, ჩინეთს მიღმა, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ჰონგ კონგში გამოვლინდა. ჰონგ კონგში კორონავირუსი ლაბორატორიულად 50 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ხოლო ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, სულ ვირუსმა 1118 ადამიანი იმსხვერპლა, საიდანაც თითო ადამიანი დაიღუპა ჰონგ კონგში და ფილიპინებში, ხოლო დანარჩენი 1116 ადამიანი ჩინეთში გარდაიცვალა. სულ, კორონავირუსი 28 ქვეყანაში გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ