ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში მამუკა გორგოძის და ბექა გიგაშვილის”ტულონი” საკუთარ მოედანზე “ბაიონს” დაუპირისპირდა და 50:6 დაამარცხა.
ტულონელთა მარქაფაში იყო საოცარ ფორმაში მყოფი ბექა გიგაშვილი, რომელიც მოედანზე 41-ე წუთზე გამოჩნდა და ამ დროის მანძილზე ორი ლელოს დადება მოახერხა. საქართველოს ნაკრების ბურჯმა საერთო ჯამში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.
სტატია მომზადებულია myrugby.ge მიერ.