დღეს 11 იანვარს ჩელენჯ თასის მე-5 ტურში ჯგუფის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ტულონი და სკარლეტსი შეერკინებიან.

მე-2 ჯგუფში 18 ქულით ტულონი ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 14 ქულით სკარლეტსი იმყოფება. პირველი ადგილისთვის ბრძოლაში სწორედ ამ ორი გუნდის შეხვედრა გადაწყვეტს ბევრ რამეს. გამარჯვების შემთხვევაში ფრანგები პირველ ადგილს გაინაღდებენ, ხოლო თუ უელსელებმა მოიგეს ჯგუფიდან გასვლის და პირველი ადგილის დაკავების კარგი შანსი ექნებათ.

ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში იქნება ქართველი ბურჯი ბექა გიგაშვილი, რომელიც ტულონის ბოლო 6 მატჩიდან მეხუთედ იქნება სასტარტო თხუთმეტეულში. მამუკა გორგოძეს კი ისევ ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ არის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ