• სამ. მაი 11th, 2021

ბექა გიგაშვილი ტოპ 14-ის ტური სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პოპულარული ფრანგული სარაგბო გამოცემა „მიდი-ოლიმპიკის“  ვერსიით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ტულონის”  ბურჯი ბექა გიგაშვილი საფრანგეთის  „ტოპ 14“-ის  ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გიგაშვილის ,,ტულონმა” შინ, ჩემპიონატის აუტსაიდერი ,,აჟენი” 34:17 დაამარცხა.

ბექა გიგაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე  61 წუთი დაჰყო.

,,ტულონის” გატანილ პირველ ლელოს მომენტში ,,აჟენის” მორაგბეები გიგაშვილზე რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა.

ქართველმა თაბისი წვლილი  მე-60 წუთზე დადებულ ლელოშიც შეიტანა.

ბექა გიგაშვილმა „ტოპ 14“-ის წლევანდელ სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ექვსი შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ჩვენებურს მიმდინარე სონში ერთი ლელოს აქვს გატანილი.

„ტულონის“  57 ქულა გააჩნია  და სატურნირო ცხრილში მე-5  ადგილს იკავებს.

ესეც სიმბოლური გუნდი:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.