ტოპ 14-ის მე-13 ტურის მატჩში “რასინგ 92”-ის წინააღმდეგ ხელის ტრავმა მიიღო “კლერმონის” ვეტერანმა ქართველმა ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა.

მატჩის 36-ე წუთზე როდესაც ზირაქაშვილმა მეტოქე შებოჭა, მისი თანაგუნდელი რაქში თამაშს შეეცადა და ქართველ ბურჯს ხელზე ცუდად დაეჯახა. ამის გამო ფრენკ აზემა იძულებული გახდა 36 წლის მორაგბე შეეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე რაბა სლიმანი შემოვიდა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ზირაქაშვილის ტრავმა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ