• კვი. აგვ 1st, 2021

საფრანგეთის ნაკრებში ნოემბერში საქართველოს დაუპირისპირდება

შემოდგომის ტურნეს ფარგლებში ნოემბრის თვეში საფრანგეთის სარაგბო ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. ამის შესახებ ფრანგული სარაგბო გამოცემები ,,RugbyRama” და ,,Midi- Olimpique” წერენ.

წყაროს ინფორმაციით ფრანგები ჯამში 3 ტესტს-მატჩს გამართავენ.
,,ლე ბლეს” მეტოქე არგენტინის, ახალ ზელანდიისა და საქართველოს ნაკრებები იქნებიან.

სამივე შეხვედრას ფრანგები შინ, ჩაატარებენ.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით ეს ტესტ-მატჩები უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული.

არგენტინასა და ახალ ზელანდიას ფრანგები დედაქალაქ პარიზში, „სტად დე ფრანსის” სტადიონზე უმასპინძლებენ.

„ბორჯღალოსნებს“ კი „მამლები“ ბორდოში, „შარბან-დელმას” არენაზე დაუპირისპირდებიან.

მატჩების გამართვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

საფრანგეთს საშინაო ტურნე კოვიდპანდემიის გამო, უკვე სამი წელია არ ჩაუტარებია,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.