• ოთხ. მაი 12th, 2021

ლევან მაისაშვილი: ,, შოტლანდიასთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კომენტარი შოტლანდიასთან დაგეგმილ ტესტ-მატჩის შესახებ ისაუბრა.

მაისაშვილი ძლიერ გუნდთან შეხვედრის შესაძლებლობით გახარებულია და აცხადებს, რომ შოტლანდიის ნაკრებთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია.

,,ბორჯღალოსანთა” თავკაცის აზრით, რაც შოტლანდიის ნაკრებში გრეგორი თაუნსენდი დაინიშნა გუნდი პროგრესს განიცდის და მათ 6 ერის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ.

ლევან მაისაშვილი: „შოტლანდია საინტერესო გუნდია და მათთან თამაშის შესაძლებლობით მოხარული ვარ.
მას შემდეგ, რაც შოტლანდიის ნაკრები გრიგორ თაუნსენდმა ჩაიბარა, წლიდან წლამდე სერიოზული პროგრესი აქვს და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა, რაც ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაშიც გამოჩნდა. შოტლანდიამ დაამტკიცა, რომ ექვსი ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია და ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თამაში.
შარშან შემოდგომაზე მათთან მოუმზადებლად მოგვიწია შეხვედრა. იმედს ვიტოვებ, რომ წელს ზაფხულში გაცილებით უკეთეს ფორმაში ვიქნებით და ხარისხობრივად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. ივნისში, სავარაუდოდ, ბელგიასთან, ან ნიდერლანდებთან გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა. მიდის მუშაობა, რომ შოტლანდიამდე კიდევ ერთი, ან ორი თამაში გვქონდეს და სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ 17 ივლისისთვის უკეთეს ფორმაში ვიქნებით.” – აცხადებს
,,ბორჯღალოსანთა” თავკაცი ლევან მაისაშვილი.

საქართველო შოტლანდიას 17 ივლისს, უმასპინძლებს.
მატჩის ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.