საქართველოს ნაკრების მორაგბე ბექა გორგაძე სეზონის ბოლოს ,,ბორდოს” დატოვებს და კარიერას ,,,პო”-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სარაგბო სააგენტო ,,rugbyrama” ავრცელებს.
გორგოძე ,,პო”-სთან ხელს 1+2 სისტემის კონტრაქტს მოაწერს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველ მესამეხაზელს სურვილისამებრ, გუნდის დატოვების უფლება 1 წლის შემდეგ ექნება.
,,პო” საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-13 ადგილზე იმყოფება და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
ბექა გორგაძე ,,ბორდოში” 2018 წლიდან ირიცხება.
მას ჟირონდულ კლუბში 40 მატჩი აქვს გამართული და 4 ლელო დადებული.
გორგოძე გასული წლის 29 ნოემბერს „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო კლუბს წლევანდელ სეზონში ვეღარ დაეხმარა. მან წელს მხოლოდ ორი შეხვედრაში ითამაშა.
გორგაძე ,,ბორდომდე”
2016-2017 წლებში პრო დ2-ის კლუბ ,,სტად მონტოისში” გამოდიოდა.
გორგაძე საქართველოს ნაკრების ღირსებას 2016 წლიდან იცავს. ბექას
,,ბორჯღალოსანთა” კვართით 26 კეპი აქვს მოხვეჭილი და 7 ლელო გატანილი.