2020 წლის 1 იანვრიდან სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებში მოწევა აიკრძალა. თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, ეს რეგულაცია ისეთმა სტადიონებმა და სპორტულმა დაწესებულებებმა უნდა დააკმაყოფილონ, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების

განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება ევალებათ. ამავდროულად, ადმინისტრაციას შეუძლია მწეველთათვის სპეციალური, მოსაწევი ადგილი გამოყოს.

იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის ფაქტი გამოვლონდება, პირველ ჯერზე ადმინისტრაცია 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით – 1000 ლარით, ხოლო მესამე და შემდეგ ჯერზე ჯარიმა 2000 ლარს მიაღწევს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ