• ოთხ. აპრ 14th, 2021

გურამ გოგიჩაშვილის ,,რასინგმა” ,,ჰაინეკენის” თასზე ,,ედიმბურგი” გაანადგურა და 1/4 ფინალში გავიდა

,,ჰაინეკენის” ჩემპიონთა თასზე ქართველი მორაგბის გურამ გოგიჩაშვილის გუნდმა ,,რასინგ 92”-მა შოტლანდიური ,,ედიმბურგი” გაანადგურა.

პარიზელებმა ბრიტანელებს 56:3 სძლიეს. ქართველმა მორაგბემ კი მეტოქეს ლელო გაუტანა.

გოგიჩაშვილი ,,რასინგის” მარქაფაში იყო. ქართველი ბურჯი თამაშში 52-ე წუთზე ჩაერთო.  62-ე წუთზე კი ზემოთაღნიშნული ლელოს დადება მოახერხა.

,,რასინგ 92” ,,ჰაინეკენის” ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალში ფრანგულ ,,ბორდოსა” და ინგლისურ
,,ბრისტოლში” გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.