• ოთხ. აპრ 14th, 2021

ლუკა ნიორაძემ ლელო გაიტანა, ჟორჟ სალდაძე პირველ წუთზე გააძევეს – ქართველი მორაგბეების ამბები საფრანგეთიდან

საფრანგეთის რანგით მე-2 ჩემოიონატ პრო დ2-ში 25-ე ტურის მატჩები ჩატარდა.

შეხვედრებში არაერთმა ქართველმა ითამაშა, თუმცა გამოსარჩევია ორი ფაქტი.

,,ორიაკის” კვაჭმა ლუკა ნიორაძემ ლიდერ ,,პერპინიანთან” შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა.

,,ბეზიეს” ბურჯი ჯორჯ სალდაძე კი უხეშობისთვის პირველივე წუთზე მოედნიდან წითელი ბარათით მატჩის ბოლომდე გააძევეს.

ესეც ქართველების სტატისტიკა:

,,ორიაკი” 27:27 ,,პერპინიანი”
ლუკა ნიორაძე 67-ე წუთამდე, გიორგი ქართველიშვილი 67-ე წუთამდე / დავით ქუბრიაშვილი 34-ე წუთამდე, ვახტან ჯინჭარაძე 34-ე წუთიდან
,,ორიაკი”: 44 ქულა, მე-12 ადგილი
,,პერპინიანი”: 90 ქულა, პირველი ადგილი.

,,გრენობლი” 33:26 ,,ოიონა”
ილია კაიკაციშვილი 61-ე წუთამდე, ნიკა ნეფარიძე 61-ე წუთიდან / ბექა კაკაბაძე 71-ე წუთიდან, ალექსი სვიანიძე 79-ე წუთიდან.
,,გრენობლი”: 61 ქულა, მე-5 ადგილი
,,ოიონა”: 61 ქულა, მე-6 ადგილი

,,მონ დე მარშანი” 14:18 ,,ანგულემი”
/ ლუკა გოგინავა 54-ე წუთამდე, შალვა სუთიაშვილი 41-ე წუთიდან, ზაურ თევდორაშვილი 54-ე წუთამდე.
,,ანგულემი”: 35 ქულა, მე-16 ადგილი.

,,ვალენსე” 32:31 ,,ვანი”
მირიან ბურდული 40-დან.
,,ვალენსე”: 40 ქულა, მე-15 ადგილი.

,,ბეზიე” 23:25 ,,რუანი”
ჟორჟ სალდაძე გააძევეს: 1′ წუთზე / კარლენ ასიეშვილი 66-ე წუთამდე, თამაზ მჭედლიძე 64-ე წუთამდე.
,,ბეზიე”: 53 ქულა, მე-8 ადგილი
,,რუანი”: 47 ქულა, მე-11 ადგილი.

,,კოლომიე” 30:28 ,,პროვენსე”
ბექა შეყლაშვილი 50-ე წუთამდე / ზაზა ნავროზაშვილი 47-ე წუთამდე
,,კოლომიე”: 69 ქულა, მე-4 ადგილი
,,პროვენსე”: 42 ქულა, მე-14 ადგილი

,,ბიარიცი” 23:12 ,,ნევერსი”
გიორგი ნუცუბიძე 50&ე წუთიდან, , ვახტანგ ახობაძე 76-ე წუთიდან / გურამ პაპიძე 70-ე წუთამდე
,,ბიარიცი” 76 ქულა, მე-3 ადგილი
,,ნევერსი” 57 ქულა, მე-7 ადგილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.