• შაბ. აპრ 17th, 2021

პრო დ2-ში კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ბურჯი ითამაშებს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ბურჯი გიორგი ახალაძე, მიმდინარე სეზონის ბოლოს ნასიონალ ლიგის “მასის” დატოვებს და კარიერას პრო დ2-ის “ბეზიეში” განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com ავრცელებს.

ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალების შესახებ ინფორმაცია გავრცელებულა. 22 წლის ბურჯმა მიმდინარე სეზონში “მასის” რიგებში 6 შეხვედრა ჩაატარა.

ახალაძე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრია, თუმცა 2019 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

“ბეზიე” პრო დ2-ში 24 ტურის შემდეგ 58 ქულით მერვე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 5 ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.