• შაბ. ივლ 31st, 2021

ენდი რობინსონი: „გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან გვინდოდა ქულის აღება”

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთან გამართულ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე რუმინელთა ინგლისელმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა განვლილ ორთაბრძოლაზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ენდი რობინსონი:
„გულდაწყვეტილები ვართ. ძალიან გვინდოდა ქულის აღება და მატჩის გარკვეულ მონაკვეთებში ვიყავით ეფექტურები, მაგრამ სიზუსტემ გვიმუხთლა. ისეთ გუნდთან, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია მთელი 80 წუთი მაქსიმალურად მობილიზებული იყო. ვინაიდან ეს ვერ შევძელით, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. წითელი ბარათი სამართლიანად იყო გაცემული. ამ ეპიზოდის შედეგად, ჩვენ ერთ-ერთი კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ.

ჩემგან დადებითი შეფასება ეკუთვნის საქართველოს. ვინაიდან მისი შეტევა იყო საკმაოდ ეფექტური. მიმაჩნია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასისა და „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ, მათი შეტევა ბევრად გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ტემპი და თანმიმდევრობა. ასევე უნდა ავღნიშნო თქვენი 9 ნომერი (გელა აფრასიძე), რომლის რითმი ფასდაუდებელი იყო საქართველოს შეტევაში. ის საკმაოდ კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა“. – აცხადებს ,,მუხის ფოთლების” თავკაცი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან 28:17 მოიგო და ერთბაშად, ორი რაგბი ევროპის ჩემპიონისა და ,,ანთიმოზ ივერიელის” თასი აღმართა.

წყარო: rugby.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.