• ოთხ. აპრ 14th, 2021

თეა წულუკიანმა ,,ბორჯღალოსნებს” ჩემპიონობა მიულოცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინსტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონობა მიულოცა.

აი რას წერს მინისტრი ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე
,,საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვულოცავთ ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში რუმინეთის ნაკრების დამარცხებას და ანთიმოზ ივერიელის თასის შენარჩუნებას!

„ბორჯღალოსნებმა“ რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშებაში უკვე მეოთხე გამარჯვება ჩაიწერეს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს 2023 წელს საფრანგეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად.

ვულოცავთ მათ და მთელ საქართველოს!- წერს თეა წულუკიანი.

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში რუმინეთი 28-17 დაამარცხა და ამ ტურნირისთვის განკუთნილ თასთან ერთად ამ ორ ქვეყანას შოროს საზიარო ,,ანთიმოზ ივერიელის” თასიც დაისაკუთრა.

https://www.facebook.com/193208658033675/posts/734492210571981/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.