• შაბ. აპრ 17th, 2021

(ვიდეო) კაცნაკრულმა ბორჯღალოსნებმა რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიოპიონატი მოიგეს

საქართველოს ნაკრებმა “მიხეილ მესხზე” რუმინეთი დაამარცხა და 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

 

“ბორჯღალოსნებმა” შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს, მეტოქე რამდენჯერმე დააჯარიმეს შერკინებაში, რისთვისაც ჯერ რუმინელებს მარცხენა ბურჯი ალეკსანდრუ სავინი გაუსინბინეს და შემდეგ კი საქართველომ მერვე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. ათ წუთში კი თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და ჩვენი გუნდი 10 ქულით გავიდა წინ

 

მეოცე წუთში მოედანზე ვითარება შეიცვალა, რადგან შალვა მამუკაშვილმა რუმინელ მორაგბეს ბოჭვის დროს სახეში ჩაარტყა ხელი და წითელი ბარათი მიიღო. რუმინელებმა რიცხობრივი უპირატესობა მალევე გამოიყენეს და ანდრეი გორენმა ორიოდე წუთში მოლიდან დაგვალელოვა, გარდასახვა კი დანიელ პლაიმ გაგვიტანა. ამის შემდეგ დაახლოებით თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა ქულები მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს – გაწითლებულ დროში ფლორინ სურუჯიუმ გელა აფრასიძე უხელებოდ შებოჭა და დაჯარიმდა, რომელიც თედო აბჟანდაძემ 3 ქულაში ასახა და ტაიმი 13:7 დასრულდა..

მეორე ნახევარში პირველი ქულები შეცვლაზე შემოსულმა ფლორინ ვლაიკუმ მოიპოვა, რომელმაც ჯარიმა გაიტანა. ამის შემდეგ კი, “ბორჯღალოსნებმა” ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს, ბექა საღინაძემ ფრთაზე შესანიშნავად ითამაშა და სამ მეტოქეში მოქცეულმა ბურთი ბექა გიგაშვილს ამოუგდო, რომელმაც ლელოში დაამიწა ბურთი, აბჟანდაძემ კი გარდასახვა გაიტანა.

საპასუხოდ, რუმინელებმა 61-ე წუთზე ბრწყინვალე მოლი ააგორეს და ეუჯენ კეპეცინამ შეიტანა ლელოში ბურთი, გარდასახვა კი ვლაიკუმ გაიტანა და სხვაობა კვლავ სამ ქულამდე შეამცირა. დასკვნით 10 წუთში უპირატესობა მაინც საქართველომ მოიპოვა, 70-ე წუთზე “ბორჯღალოსნებმა” მშვენიერი შეტევა განახორციელეს და აკაკი ტაბუცაძემ კიდესთან ახლოს დაალელოვა მეტოქე, ხოლო გაწითლებულ დროში შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაიტანა არეკნი და “ბორჯღალოსნების” კვართით პირველი ქულები მოიპოვა – 28:17.

საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის თამაშდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.