• შაბ. აპრ 17th, 2021

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩისთვის ,,ბორჯღალოსნები” დაირაზმნენ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის ლევან მაისაშვილმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შეარჩია.

,,ბორჯღალოსნების” რიგებში წინა შეხვედრისგან განსხვავებით  რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

კვაჭის პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძის ნაცვლად, გამოცდილი შალვა მამუკაშვილი ითამაშებს.
დავით ნინიაშვილს მცირე ტრავმა აწუხებს და მის ნაცვლად ფულბეკად თამაშს გამოცდილი ლაშა ხმალაძე დაიწყებს.
ეროვნულ გუნდში ,,ნათლობა” ბურჯ ნიკა აბულაძეს ექნება.

ბექა საღინაძე და ნოდარ ჭეიშვილი ერთგვარ საიუბილეო შეხვედრას ჩაატარებენ.
საღინაძე ეროვნული ნაკრების კვართს მეოცედ მოირგებს.
ჭეიშვილი კი საქართველოს ჰიმნზე ოცდამეათედ დადგება.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

IV ტური28 მარტი. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00 (საქ. დრო)

საქართველო – რუმინეთი

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), 9. გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (10 კეპი), 5. დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (უკეპო), 18. გია ხარაიშვილი (3 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (4კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), 23. სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 14 ქულა გააჩნია და ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია.
რუმინეთი 9 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

,,ბორჯღალოსნები” გამარჯვების შემთხვევაში რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.