• შაბ. აპრ 17th, 2021

რუმინეთთან გადამწყვეტი მატჩისთვის ,,ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩისთვის ,,ბორჯღალოსნების” გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

ტრავმები მოიშუშეს და რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადებიან ვასილ ლობჟანიძე და ბექა საღინაძე, რომელთაც ესპანეთთან და რუსეთთან არ უთამაშიათ. გუნდს დააკლდა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელიც შეთანხმების თანახმად კლუბს დაუბრუნდა. გაფართოებულ რაზმშია ლუკა გოგინავა, ასევე ნიკა აბულაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. მცირე ტრავმა აქვს და გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა დავით ნინიაშვილმა.

გაფართოებული შემადგენლობა რუმინეთთან

შერკინება
ბურჯები: ბექა გიგაშვილი (22 კეპი, 5 ქულა), გია ხარაიშვილი (3 კეპი), გიორგი მელიქიძე (26 კეპი, 15 ქულა), ნიკა აბულაძე (უკეპო), ლუკა გოგინავა (უკეპო);
კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (81 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (15 კეპი, 5 ქულა);
მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (29 კეპი), ლაშა ჯაიანი (10 კეპი), გიორგი ჯავახია (5 კეპი), დავით გიგაური (10 კეპი, 5 ქულა);
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (64 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (19 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), მიხეილ გაჩეჩილაძე (15 კეპი, 10 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (8 კეპი, 10 ქულა);

ღერძი
ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (33 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი), გიორგი მარგალიტაძე (უკეპო); თედო აბჟანდაძე (23 კეპი, 152 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (1 კეპი), ლაშა ხმალაძე (86 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (75 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (10 კეპი, 40 ქულა), დემე თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), გიორგი კვესელაძე (32 კეპი, 25 ქულა), სანდრო თოდუა (92 კეპი, 65 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი), სოსო მათიაშვილი (32 კეპი, 156 ქულა), დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა).

საქართველოსა და რუმინეთის მატჩი 28 მარტს, თბილისის ,,მიხეილ მესხის” სტადიონზე შედგება.
შეხვედრა სტარტს,15:00 საათზე აიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.