• ნოემბერი 29, 2021 11:04 am

სი ჯეი სტანდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ირლანდიის ნაკრების მორაგბემ სი ჯეი სტანდერმა 30 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სტანდერმა ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით სტანდერმა კარიერის დასრულება ოჯახური პირობების გამო გადაწყვიტა.

სი ჯეი სტანდერმა ირლანდიის ნაკრების მაისურით ჯამში 51 შეხვედრა ჩაატარა და 12 ლელო გაიტანა. მან 2018 წელს 6 ერის ტურნირი სლემით მოიგო.

წარმოშობით სამხრეთ აფრიკელმა მესამეხაზელმა თამაში ისტორიული სამშობლოს კლუბ ,,ბლუ ბულსში” 2010 დაიწყო. 2012 წლიდან კი ირლანდიური კლუბის ,,მანსტერის” ღირსებას იცავდა. სტანდერმა კლუბის მაისურით 150 შეხვედრა გამართა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.