• კვი. აპრ 11th, 2021

შარიქაძე: “რამდენიმე დღის წინ ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა!”

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ განაცხადა, რომ “ბორჯღალოსნება” რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ მორაგბის, გიორგი ლომთაძის ხსოვნას მიუძღვნეს.

 

“ჩვენ რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ძმა დავკარგეთ – გიორგი ლომთაძე, „ჩორნა“ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა! ის ჩვენთვის, ყველასთვის, ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. იმედია, სადაც არის, ჩვენი ესმის და მინდა იცოდეს, რომ ძალიან მაგრად გვიყვარს, ყოველთვის გვემახსოვრება და მთელი ნაკრები, მის ოჯახს ცხარე გულით უსამძიმრებს”, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.

 

გიორგი ლომთაძე “ლელო-სარასენსისა” და “აიას” ყოფილი მოთამაშე იყო, რომელიც 27 წლის ასაკში დაიღუპა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.