• კვი. აგვ 1st, 2021

20 მარტს კალინინგრადში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

20 მარტს კალინინგრადში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მოედნის მსაჯი ანდრეა პიარდია, რომელიც გასული წლის მიწურულს, ბორჯღალოსანთა ორ მატჩზე გვერდით მსაჯად იყო დანიშნული. მან ირლანდიასთან და ფიჯისთან გვიმსაჯა.

მას კიდეებიდან ბოტინო და ფრანკო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ლიპერინი იქნება.

შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) მესამე რაუნდში, რუსეთს 20 მარტს, ჩვენი დროით 15 საათზე ვეთამაშებით.

წყარო – RAGBY.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.