• შაბ. აპრ 17th, 2021

ესპანეთი – საქართველო მორიგი შერკინება

დღეს 14 მარტს თბილისის დროით.

15 :45 წუთზე “ესპანეთში” გაიმართება რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა.

სადაც ერთმანეთს “ესპანეთი”და “საქართველო” დაუპირისპირდება.ეს ამ გუნდების რიგით მე-10 შეხვედრა გახლავთ,აქამდე “ესპანელებს” 9-ჯერ შევერკინეთ და ცხრავე შეხვედრაში დავჯაბნეთ მეტოქე.

კაპიტნის ვარჯიშის დროს ლევან მაისაშვილმა და ლაშა ჯაიანმა ისაუბრა.

,,ესპანეთი ბოლო წლებში საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოყალიბდა. რა თქმა უნდა ძლიერი მოწინააღმდეგეა, ერთ- ერთი ფავორიტია ჩვენთან ერთად ამ ტურნირზე ასე რომ მთავარია რომ ჩვენთვის განსაკუთრებით ემზადებიან. არც ერთი გუნდია ვინც ჩვენთან განსაკუთრებით არ ემზადება ეს ბუნებრივიც არის. ფინალზე ჯერ ნაადრევია საუბარი. არავინ არ იცის ფინალი როგორ განვითარდება ბოლო ტურებში.”

შეგახსენებთ რომ რამოდენიმე დღის წინ დასრულდა სარაგბო არჩევნები. რომელიც ხმაურიანი გამოდგა რაგბის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე დაინიშნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.