• შაბ. აპრ 17th, 2021

ბობა კვინიხიძის თქმით, რაგბის კავშირის არჩევნები დღეს არ შედგა ეს ყველაფერი სპექტაკლს გავდა

თბილისის “ლოკომოტივის” და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის ბობა კვინიხიძის თქმით, რაგბის კავშირის არჩევნები არალეგიტიმურად ჩანიშნული სპექტაკლი იყო.

 

“არჩევნები არ შედგა, ეს იყო სპექტაკლი და კლოუნადა. არალეგიტიმურად ჩანიშნული სპექტაკლი, რომელიც არის დე ფაქტო, თავზე კი დე ფაქტო პრეზიდენტი დაგვასვეს. დღეს რაგბი ოკუპირებულია ამ ადამიანების მიერ,”- განაცხადა “დღის კურიერში”ბობა კვინიხიძემ.

 

ბობა კვინიხიძემ განაცხადა რომ: “პროტესტი, დაუმორჩილებლობა და სამართლიანი ბრძოლა სპორტულად – ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა”

 

დღეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.