• სექტემბერი 16, 2021 6:52 pm

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები დასრულებულია – პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

“ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ძალიან ბევრი კლუბი ვერ მოვიდა, მე მესმის მათი, წელიწადნახევარია პრეზიდენტი არ ჰყავთ, ახლა უსწრაფესად უნდა დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს”, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

 

კენჭისყრაზე იოსებ ტყემალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო, მას პრეზიდენტობისთვის 38 დელეგატის ხმა სჭირდებოდა. სულ 75 დელეგატიდან ყრილობაზე რეგისტრაცია 42-მა დელეგატმა გაიარა.

 

აღსანიშნავია, რომ ექსპო ჯორჯიის პავილიონთან, სადაც ყრილობა ტარდებოდა, იოსებ ტყემალაძე პოლიციის კორდონის მეშვეობით მიიყვანეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.