• კვი. აგვ 1st, 2021

რამოდენიმე საათი არჩევნებამდე – პოლიტიკური ჩარევები და მორაგბეების ხმაურიანი განცხადებები

დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს 110 ვეტერანი მორაგბე აწერს მხოლოდ ერთი მხარე ირაკლი აბუსერიძე და მისი მომხრეები არიან დადანაშაულებული და სიტყითაც არაა ნახსენები ის ზეწოლა და შანტაჟი რომლის გავლაც აბუსერიძის მომხრეებს მოუხდათ

24 თებერვალს ჩაშლილი არჩევნებისას სამთავრობო კანდიდატი ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს ითხოვდა, დღეს ფაქტების გარდა აბუსერიძის მომხრეებმა ზეწოლის უშუალო ობიექტიც წარმოადგინეს. კლუბ არმიის პრეზიდენტმა ირაკლი სულთანიშვილმა ეს მთავარი არხის კამერასთანაც დაადასტურა

კიდევ უფრო რთული იყო ის ბრალდებები, რომელიც ვეტერანმა ბორჯღალოსანმა სიმონ მაისურაძემ გააჟღერა, ქართული ოცნება საკუთარი კანდიდატის გასაყვანად უკვე არც ბავშვის ჯანმრთელობით ვაჭრობას ერიდება.

ერთი თვის განმავლობაში ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ შემსრულებლად გივი ჭიჭინაძე და ქართული ოცნების თავმჯდომარის მამა სახელდებოდა, თუმცა საქმეში თავად ირაკლი კობახიძეც ჩაერთო.

ყოფილი ბორჯღალოსნები საფრანგეთის ორ ქალაქში პარიზსა და ნიცაში საპროტესტო აქცია გამართეს-შეწყდეს სამთავრობო ჩარევა რაგბიში.

ხვალ არჩევნები 12 საათზე დიდუბის გამოფენის ერთ ერთ პავილიონში გაიმართება, რომელიც იოსებ ტყემალაძის დაახლოებული ბიზნესპარტნიორის საკუთრებაა და სავარაუდოდ კერძო საკუთრების მოტივით ტერიტორიაზე აბუსერიძის მომხრეების შეკრებას ხელს შეუშლიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.