მარტი 29, 2024

სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს ნაკრების და ფრანგული ,,კლერმონის” ლეგენდარული ბურჯის დავით ზირაქაშვილის ვრცელი ინტერვიუ ქართულ რაგბიში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. დავით ზირაქაშვილმა ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

– გავიხსენებ 2007 წელს, როგორც მოხდა და რაც მოხდა. დავსვით პრეზიდენტი… აი ახლა ასეთი ამბავია, დღეს მოიმდომა ადამიანმა პრეზიდონტობა, რომელიც არის მართლაც სიმართლისთვის და დარგბისთვის მებრძოლი და არა კომუნიზმისთვის. დავფიქრდეთ სწორად, მოდის ირაკლი აბუსერიძე სათავეში, რომელიც ჩაიხედავს ყველა საბუთში – ვის რა შეცდომა დაუშვია, მოითხოვს მისი პასუხისმგებლობას. ამ ხალხს სულ არ აწყობს ასეთი ადამიანი, ასეთი პოზიციით სახელს არა აქვს მნიშვნელობა მამუკა იქნებოდა, ლევანი თუ ირაკლი.

მე ვკითხულობ, მივყვები რაღაც-რაღაცეებს. მეცინება იმ ინტერვიუებზე, სადაც აცხადებენ  რომ მშვიდობაა საჭირო რაგბის განვითარებისთვის, ვინც ამ ინტერვიუებს იძლევა, დავსვათ კითხვა, რატომ ანერვიულებთ ირაკლის მოსვლა?! მარტო იმის გამო რომ რაგბი არ განვითარდება?! არა! პასუხისმგებლობას მოვთხოვთ, მოვთხოვთ როგორ შეასრულეს პროექტები. რაგბის სწორი მენეჯმენტი და განვითარება არავის აინტერესებს. დასანანია, რომ რაგბშიც შემოაღწია ამ უბედურებამ, რაც სხვა სფეროში ხდება. რაგბი მაინც დახურული სფერო მეგონა. როცა ირაკლიმ მოინდომა პრეზიდენტობა ეს ზვავივით აგორდა, რათა ხელ შეეშალათ. ნამცეცებისთვის არის ბრძოლა რაც ასე სამწუხაროა. რომ ამბობენ რაგბის განვითარება არ უნდათო, აბა მათ უნდათ ვინც იქაა? დავსვამ კითხვას რა განავითარეს საკუთარი თავის გარდა? რაგბის განვითარება იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცას ჩამოიყვან და ქართულად აქეიფებ, რომ რამდენიმე ადამიანი ასარგებლო გრანტებით. ამ დროს მოდის ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ამ ყველაფერს წინ აღუდგება, რა თქმა უნდა მათ ეს არ უნდათ! სამწუხაროა, ისე გამოვყავართ თითქოს მშვიდობისკენ მოგვიწოდებენ… ერთი წამით არ ვინანებ, რასაც ვიძახი, რადგან ვიცი რასაც ვაცხადებ.

დავით ზირაქაშვილი მის ინტერვიუში რაგბში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან  საკითხებზეც საუბრობს, რასაც marca.ge აუცილებლად შემოგთავაზებთ.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *