რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ცნობილმა რუსულმა გამოცემამ საკუთარ გვერდზე ლიანა ჯოჯუას სურათი გამოაქვეყნა.
მომხმარებლების მხრიდან ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთი კომენტარის შინაარსი კი შემდეგნაირი გახლდათ:
“ლიანა ნამდვილად მიმზიდველია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ცოტა სექსუალურობა არ აწყენდა.” – წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.
ამ კომენტარს ჯოჯუას ერთ-ერთმა მეგობარმა ასეთი პასუხი გასცა: “ლიანა კავკასიელია და ის არასდროს გაიხდის.”