დღეს ფინეთში “Espoo Metro Arena”-ზე საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირსპირდა და დაძაბულ მატჩში 85-91 დავამარცხეთ.
გუნდს თამაშამდე ერთი დღით ადრე,გუნდის თამაშიდან დაბრუნებული და 10 საათიანი ფრენის შემდეგ კაპიტანი თორნიკე შენგელია შეუერთდა და დიდი წვლილიც შეიტანა ამ გამარჯვებაში . კაპიტნის ანგარიშზე 17 ქულა , 8 მოხსნა , 4 პასი და 3 ჩაჭრა ჩაიწერა. გუნდს ულიდერა გიორგი შერმადინმა 27 ქულით ,10 მოხსნით და 3 პასით რომელიც მატჩის MVP გახდა. ასევე დღევანდელ თამაშში ლიდერების არყოფნის გამო შანსი მიეცათ ახალგაზრდა კალათბურთელებს ალექსანდრე ფევაძესა და გივი ბაქრაძეს ,რომლებმაც იდეალური და უშეცდომო დებიუტი ჩაატარეს ალექსანდრე ფევაძე – 11 ქულა და 6 მოხსნა გივი ბაქრაძე – 10 ქულა , 1 მოხსნა , 2 პასი და 1 ჩაჭრა ფოტოები (c) : GBF