ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 205 კალათბურთელების ადრეულ კანდიდატთა სია გამოაცხდა,რომლებიც მონაწილეობას 2020 წლის დრაფტზე მიიღებენ.

მათგან 163 მოთამაშე კოლეჯებს წარმოადგენენ , ხოლო 42 კი ამერიკელია. სასხიარულოა ის ფაქტი , რომ სიაში ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილიც არის.

20 წლის სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს ლიგაში „სეტონ ჰოლის” შემადგენლობაში 2017 წლიდან ასპარეზობს.

დრაფტზე მხოლოდ 60 კალათბურთელს აირჩევენ, რომელთა დიდი ნაწილი ისედაც არ იქნება ადრეული კანდიდატების სიიდან. ასე რომ, დრაფტის ახალგაზრდა მოთამაშეებს 3 ივნისამდე აქვს დრო, რომ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა.

თუ სანდრო 3 ივნისამდე საკუთარ კანდიდატურას დრაფტიდან არ მოხსნის, მას NCAA-ში დაბრუნება აღარ შეეძლება და სეტონ ჰოლში ვეღარ ითამაშებს.

ახალგარზდა კალათბურთელი აშშ-ში დაიბადა . აღსანიშნავია,რომ მან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ