• პარ. აგვ 6th, 2021

გოგა ბითაძის 10 ქულა NBA-ში

NBA-ს რეგულარული პირველობის შეხვედრაში გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსი” ,,მილოუკი ბაქსს” დაუპირისპირდა და 9-ქულიანი სხვაობით 133:142 წააგო.

,,პეისერსს” NBA-ს ფლეი-ოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს და ამ ორთაბრძოლას პრინციპული მნიშვშნელობა არ ჰქონდა.

გოგა ბითაძემ შეხვედრაში 23:55 წუთი იასპარეზა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

მატჩის MVP ,,მილოუკი ბაქსის” სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკოუმპო გახდა. ბერძენმა 40 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

,,ინდიანა პეისერსს” 33 მოგება და 37 მარცხი გააჩნია.
გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.