• ოთხ. აპრ 14th, 2021

გოგა ბითაძემ NBA-ში გაიბრწყინა

,,ინდიანა პეისერსის” ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ NBA-ში კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ბითაძემ ,,მინესოტა ტიმბერვულვზთან” შეხვედრაში 14 ქულა მოიპოვა.

ქართველმა ცენტრმა მისი უშუალო კონკურენტის ლიეტუველი დომანტას საბონისის არ ყოფნაში პარკეტზე სოლოდური დრო 25:24 წუთი დაჰყო.
გოგამ ზემოთნახსენებ 14 ქულას, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი პასიც მიუმატა.

,,ინდიანადან” შესანიშნავად ტიჯეი მაკკონელმა ითამაშა. მან 19 მოხნითა და 15 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.

,,მინესოტადან” საუკეთესო კარლ-ენტონი ტოუნსი იყო. მის ანგარიშზე 32 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი დაფიქსირდა.

,,ინდიანა პეისერსმა” 141:137 გაიმარჯვა.
გოგა ბითაძის გუნდი 23 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.