NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსმა” ,,მაიამი ჰიტთან” დაძაბულ ბრძოლაში 87:92 წააგო.
ქართველმა კალათბურთელმა 10:41 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
,,ინდიანადან” ყველაზე მეტი 15 ქულა მაილეს ტერნერმა მოაგროვა.
მატჩის MVP კი ,,მაიამის” კალათბურთელი დანკან რობინსონი გახდა. მან 33:22 წუთში თავი 20 ქულას, 8 მოხსნას და 4 პასს მოუყარა.
,,ინდიანა პეისერსი” 21 მოგებით, 25 მარცხის წილ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.