• შაბ. აპრ 17th, 2021

გოგა ბითაძის 8 ქულა და დიდებული რასელ ვესტბრუკის სამმაგი დუბლი

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის შეხვედრაში გოგა ბითაძე ,,ინდიანა პეისერსი” ,,ვაშინგტონ ვიზარდსთან” 8 ქულიანი სხვაობით 124:132 დამარცხდა.

დედაქალაქელების წინააღმდეგ ბითაძემ 7:03 წუთი ითამაშა.
ქართველმა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

,,ინდიანა პეისერსიდან” ლიეტუველი კალათბურთელი დამანტას საბონისი გამოირჩა.
ბალტიისპირელმა
35 ქულა, 11 მოხსნა და 6 ქულა დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

მატჩის MVP NBA-ს ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი ,,ვაშინგტონის” მოთამაშე რასელ ვესტბუკი გახდა. მან სამმაგი დუბლი შეასრულა.

ვესტბრუკმა 39:18 წუთში 35 ქულა, 14 მოხსნა და 21 პასი გააკეთა.

,,ინდიანა პეისერსს” 21 მოგების წილ, 24 მარცხი გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.