• სექტემბერი 16, 2021 10:25 pm

გოგა ბითაძის 9 ქულა და ,,ინდიანას” გამარჯვება NBA-ში

აშშ-ს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსმა” ,,დეტროიტ პისტონსს” დაძაბულ ბრძოლაში 116:111 სძლია.

ბითაძემ 11:16 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში თავი 9 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა.

გოგას კონკურენტმა ლიეტუველმა დომანტას საბონისმა ორმაგი დუბლი გაიფორმა.
ბალტიისპირელმა ცენტრმა 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე მეტი 28 ქულა კარის ლევერტმა დააგროვა.

,,დეტროიტიდან” კი 29 ქულით ჯერემი გრანტი გამოირჩა.

,,ინდიანა პეისერსი” 20 მოგებითა და 23 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.