NBA-ს მიმდინარე გათამაშებაში ,,ინდიანა პეისერსის” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
,,მილოუკი ბაქსთან” გამართულ დაპირისპირებაში ქართველმა კალათბურთელმა 18:49 წუთი ითამაშა. ბითაძემ 10 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
თავად, შეხვედრა კი ,,ინდიანა პეისერსმა” 113:140 წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში 13 მოგების წილ, 23 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება.