• კვი. აგვ 1st, 2021

გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსმა” ,,მაიამი” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში გოგა ბითაძის ,,ინდიანა პეისერსმა” მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

,,ინდიანა” ,,მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში მეტოქე 109:106 დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.
გამარჯვებული ოვერტაიმში გამოვლინდა.

ბითაძემ 9:20 წუთი ითამაშა და გუნდს 3 ქულით და 2 მოხსნით შეეწია.

,,ინდიანადან” ლიეტუველი ცენტრი დომანტას საბონისი გამოირჩა. ბალტიისპირელმა 17 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

,,მაიამის” კი ჯიმი ბატლერმა და ბემ ადებაიომ ულიდერეს.

ადებაიომ 29 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ბატლერს კი სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 3 პასი დააკლდა.
მან 21 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.

,,ინდიანას” 19 მოგების წილ, 22 მარცხი გააჩნია და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.