ჩემპიონთა ლიგა – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სალონიკის “პაოკმა” რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნიკა ნინუა გაიფორმა აუღელვებლად სძლია თურქულ “ბეშიქთაშს” (3-1). აღსანიშნავია, რომ თავიდან ნინუას ტრანსფერი თურქულ.კლუბში თითქმის გადაწყვეტილი იყო თუმცა რიგი მიზეზების გამო ეს გარიგება ჩაიშალა. განვლილ მატჩში ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო და მისი დებიუტი გაურკბეველი დროით გადაიდო.

რუსეთი – რუსეთის პრემიერლიგაში გია გრიგალავას ტულის “არსენალი” “ხიმკის” დაუხვდა და ფრეს დასჯერდა (1-1). ქართველი მცველი სათადარიგო იყო, მისი გუნდი კი 5 ქული ცხრილის შუაში იმყოფება. აუტსაიდერთა დუელში “სოჭიმ” “ტამბოვი” გასვლაზე 1-0 დაამარცხა. “ტამბოვის” რიგებში ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში სრულად გაისარჯა გურამ თეთრაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქე გახლავთ, მის გუნდს კი 5 ტურში მხოლოდ 3 ქულა გააჩნია.

ყაზახეთი –  ყაზახეთის ჩემპიონატში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის “ტობოლიმ”. ქართველთა გუნდმა დედაქალაქური “ასტანა” დამაჯერებლად 2-0 დაამარცხეს. ორივე ქართველმა სრულად ითამაშა, ნაკრების კაპიტანმა კი მისთვის განკუთვნილი გაფრთხილებაც მიიღო.

უკრაინა – უკრაინის სუპერთასის მატჩში დავით ხოჭოლავას “შახტარი” მოულოდნელი ანგარიშით დამარცხდა კიევის “დინამოსთან” (3-1) და ტიტულის გარეშე დარჩა. საქართველოს ნაკრების კანდიდატს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

უზბეკეთი – უზბეკეთის ჩემპიონტში კვლავ დაუმარცხებელია ელგუჯა გრიგალაშვილისა და მათე ვაწაძის  “ოლმალიქი”. ქართველთა გუნდმა ამჯერად ფრეს “ნავბაჰორთან” მიაღწია. გრიგალაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო თამაშის შუაწელს შეცვალეს, მათე ვაწაძე მინდორზე 72-ე წუთზე გამოჩნდა. “ოლმალიქი” მისთვის მოულოდნელდ მეორე პოზიციაზე იმყოფება.

ამხანაგური მატჩები –  სპარინგ-მატჩი გამართა ოთარ კაკაბაძის “ლუცერნმა”. ქართველი მცველის გუნდმა 2-0 დაამარცხა “ციურიხი”. კაკაბაძემ მინდორი მე-80 წუთზე დატოვა. ასევე ამხანაგურ მატჩი იმარჯვა საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯიუმ”. ლობჟანიძის გუნდმა 2-1 დაამარცხა “ბოლუსფორი”.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ