• სამ. მაი 11th, 2021

თორნიკე შენგელიას ,,ცსკა” ევროლიგის 1/2 ფინალს მიუახლოვდა

ევროლიგის 1/4 ფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” ,,ფენერბაჰჩეს” 11-ქულიანი სხვაობით 78-67 სძლია.მოსკოველები სერიაში 2:0 დაწინაურდნენ.

შენგელია რუსული კლუბის სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 32:36 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.

მატჩის MVP ,,ფენერბაჰჩეს” სერბი კალათბურთელი მირკო გუდურიჩი გახდა. ბალკანელმა 27 ქულა დააგროვა.

,,ცსკადან” ორმაგი დუბლის შესრულებას ერთი პასი დააკლდა იტალიელ დანიელ ჰაკეტის.
აპენინელმა გუნდს 14 ქულა, 9 პასი და 4 მოსხნა შესძინა.

1/4 ფინალური სერია 3-მოგებამდე გრძელდება.

შენგელიას გუნდი მე-3 შეხვედრაში თურქულ კლუბს 28 აპრილს, დაუპირისპირდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.