• კვი. აგვ 1st, 2021

ტრანსფერმარკტმა” მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარცხელიას შეფასებას 5 მილიონი დაუმატა

ტრანსფერმარკტმა” მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარცხელიას შეფასებას 5 მილიონი დაუმატა. ამგვარად, გერმანულმა სამენეჯერო სააგენტომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” 20 წლის თავდამსხმელის ფასი 15 მილიონამდე გაზარდა, რითაც ხვიჩა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე გახდა.

კვარაცხელიას შეფასება ბოლო ერთ წელიწადში, პანდემიის პირობებშიც კი, მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის 8 აპრილის შეფასებით მის გრაფაში 2,3 მილიონი ევრო ეწერა, რომელიც 29 ივლისს 4,5 მილიონამდე გაიზარდა, 19 სექტემბერს – 7,5 გახდა, 29 დეკემბერს უკვე 10 მილიონი ჩაიწერა, ანუ ბოლო ერთ წელიწადში 12,7 მილიონით გაიზარდა.

ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე მაღალი შეფასება საბა კვირკველიასჰქონდა 2019 წლის 14 აპრილს – 10 მილიონი ევრო. მეორეზე კი გიორგი ჩაკვეტაძე იყო – 9 მილიონი. ანუ კვარაცხელია გახდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში “ტრანსფერმარკტის” მიერ ყველაზე ძვირად შეფასებულ ქართველი ფეხბურთელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.