ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა შესანიშნავად ითამაშა და ,,ტენერიფეს” გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
კანარის კუნძულების გუნდმა სევილიაში, ადგილობრივი ,,ბეტისი” 11-ქულიანი სხვაობით 93:82 დაამარცხა.
შერმადინმა 20:40 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 15 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
მატჩის MVP ,,ტენერიფეს” ფინელი კალათბურთელი საშუ სალინი გახდა.
სკანდინავიელმა 20 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.
გიორგი შერმადინის გუნდს ACB ლიგაში 21 მოგების წილ, 5 მარცხი აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება.