აპრილი 16, 2024

სახალისო ისტორია ხვიჩა კვარაცხელიაზე!

📌 მოსკოვის “ლოკომოტივში” თამაშის დროს, , ერთ-ერთ ვარჯიშზე კვარაცხელიამ გამოცდილ მცველ ჩორლუკას ფეხებშუა ორჯერ გაუტარა ბურთი. უცნაურია, როდესაც ვარჯიშზე მოსული 18 წლის ბიჭი ორჯერ ფეხებშუა უტარებს ბურთს გუნდის კაპიტანსა და ლიდერს. როგორც ყვებიან, ხვიჩასთან მაშინე საბა კვერკველია მისულა და უთქვამს: “ხვიჩა, თუ ასე კიდევ გააკეთებ, ჩორლუკას, ცუდი რეაქცია ექნება”. და იცით რა გააკეთა კვარაცხელიამ? მომდევნო ჯერზე ჩორლუკას ბურთი ფეხებშუა კი არ გაუტარა, თავზე გადაუგდო და შემოურბინა 😉👊

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *