• ოთხ. აპრ 14th, 2021

ლუკა ლოჩოშვილმა , ვოლფსბერგერში სადებიუტო გოლი გაიტანა

ავსტრიის ჩემპიონატის მორიგ ტურში, ვოლფსბერგერი, რომლის ღირსებასაც ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე იცავენ. ვენის აუსტრიას ესტუმრა და 5:3 დაამარცხა. ამ მოგებაში თავისი წვლილი ლოჩოშვილმაც შეიტანა, რომელმაც მე-14 წუთზე ვოლფსბერგერში სადებიუტო გოლი გაიტანა.

 

 

 

 

ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა, გიორბელიძე კი სათადარიგოზე ყოფნით შემოიფარგლა. შეგახსენებთ, რომ 24 წლის მარცხენა მცველი საქართვეოს ნაკრებში გამოიძახეს.

 

  • ვოლფსბერგერი 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.