ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” სანქტ-პეტერბურგში, ,,ზენიტს” 12-ქულიანი სხვაობით 86:74 სძლია და ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28:44 წუთი გაატარა და გუნდს 14 ქულით, 5 მოხსნით, 2 პასით და 4 ჩაჭრით შეეწია.
,,ცსკას” 21 მოგება და 10 მარცხი გააჩნია.
შენგელიას გუნდი ევროლიგის სატურნირი ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.