ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას ,,ცსკამ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
მოსკოველებმა საკუთარ ,,მეგასპორტის” არენაზე სერბული ,,ცრვენა ზვეზდა” 15-ქულიანი სხვაობით 87-72 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 28:00 წუთი ითამაშა. მან 16 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
,,ცსკას” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 20 მოგება და 10 მარცხი აქვს.
შენგელიას გუნდი მე-2 ადგილზე იმყოფება.