რატი ანდრონიკაშვილმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. “კრეიტონის” ოფიციალური გვერდის თანახმად, 19 წლის კალათბურთელმა მუხლის მყესი გაიწყვიტა.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი გამთამაშებელი აშშ-ში გაზაფხულზე გაემგზავრა, ახლა კი სტუდენტური ლიგის სეზონის დაწყებისთვისა და “კრეიტონში” დებიუტისთვის ემზადებოდა. სწორედ ვარჯიშზე მიიღო რატიმ ძალიან მძიმე დაზიანება, რის გამოც ის 2020/21 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს.

 

“კრეიტონის” მწვრთნელი კრეიგ მაკდერმოტი ანდრონიკაშვილის შესახებ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრობს: “ჩვენს სისტემაში თავს ის კარგად გრძნობდა და მრავალმხრივი ნიჭის წარმოჩენას იწყებდა. ვიცი, რომ რატი ჩვენს პროგრამაში კვლავ აქტიურად ჩართული იქნება, ჩვენ კი ველით ქართველის დაბრუნებას.”

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ