• სამ. აპრ 13th, 2021

მოსკოვის “ცესკამ” მეტოქე არ დაინდო.შენგელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი

დღეს 1 ნოემბერს გაიმართა რუსეთის VTB გაერთიანებული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა.სადაც ერთმანეთს მოსკოვის “ცესკა” და “ენისეი”დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი “ენისეის” კალათბურთელების უხეშობით მიმდინარეობდა მათ ჯამში პირველ მეოთხედში 8 პერსონალური ჯარიმა აიღეს და პირველ მეოთხედი (24:12) დათმეს.

მეორე მეოთხედი სამქულიანების წვიმით დაიწყო როგორც ერთი ისევე მეორე გუნდის კალათბურთელები კარგად ტყორცნიდნენ პერიმეტრიდან ჯამში 11 სამქულიანი ჩავარდა. რაც მეორე მეოთხედის ქულებზეც აისახა.სულ მეორე მეოთხედში 53 ქულა ჩავარდა.

პირველი ნახევარი ცესკას კალათბურთელების დამაჯერებელი გამარჯვებით (55:34) დასრულდა.

მესამე მეოთხედში ცესკას კალათბურთელებმა უპირატესობა გაზარდა (20:13) იმარჯვეს გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედის წინ ანგარიში კი (75:47) გახდა.

მეოთხე მეოთხედში მოსკოვის”ცესკას” “ენისეი” დაჯაბნა და (34:13) დაამარცხა

საერთო ჯამში კი მატჩი ანგარიშით 109:60 მორჩა მოსკოვის “ცესკას” გამარჯვებით.

თორნიკე შენგელიამ მატჩი 16 ქულით, 2 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.