• ორშ. აპრ 12th, 2021

რუსული მედია ადასტურებს: შენგელია ბარსელონაში მიდის

მოსკოვის “ცსკამ” “ვითიბი ლიგის” 2020 წლის სეზონის პირველი მატჩი “ასტანას” წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 93:60 მოიგო. მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თორნიკე შენგელიამ, მაგრამ პარკეტზე მხოლოდ სამი წუთი დაჰყო, რადგან მუხლზე დაზიანება მიიღო.

მას მუხლი დაუზიანდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.  ერთი შეხედვით ტრავმა სერიოზული არ ჩანდა,  თორნიკე ასტანაში მოედანზე დაბრუნებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ ცსკა-მ იმდენად დამაჯერებლად მოიგო, მწვრთნელს შენგელია აღარ დასჭირდა

1-ელ ოქტომბერს, ცსკა ევროპალიგის პირველ ტურში სტუმრად “ბარსელონას” დაუპირისპირდება.  თორნიკე შენგელია კლუბს  თან გაჰყვება.

აღნიშნული ინფორმაცია რუსმა საკალათბურთო კომენტატორმა ვლადიმირ გომელსკიმ გაავრცელა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია რამდენიმე რუსულმა გამოცემამ დაადასტურა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.