როგორც იცით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” სიის მე-13 ნომრად, ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე წარადგინეს.

სიის გამოცხადებისას გამოცემა “ტაბულას” შეკითხვას იმის შესახებ თუ რას აპირებს პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, სანიკიძემ გაურკვეველი მიზეზის გამო თავი აარიდა.

“მინდა, მთელი ჩემი რესურსი და შესაძლებლობები გამოვიყენო ქართულ ოცნებასთან ერთად და ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის.”

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ სიაში მოხვდა ქართველი მორაგბე, დავით კაჭარავაც.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ