მოსკოვის “ცსკას” ოფიციალურმა არხმა კლუბის ახალწვეულთან თორნიკე შენგელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანს მნიშვნელოვან საკითხებზე მოუხდა საუბარი.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა შენგელიასა და რუსული ენის დამოკიდებულებას ეხებოდა. ქართველის თქმით, მას ჯერ რუსულად ლაპარაკი უჭირს და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის.

“რუსულთან დიდი ხანია შეხება არ მქონია. ვიცი რამდენიმე მთავარი სიტყვა, როგორიცაა: მადლობა, როგორ ხარ, კარგად და აშ, თუმცა სრულფასოვანი დიალოგის გამართვა მიჭირს”.

“მჭირდება მუშაობა და სწავლა. ვფიქრობ, ეს პრობლემა დასაძლევია”. – განაცხადა თორნიკემ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ